Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„XX საუკუნის ქართული ლიტერატურის“ სამტომეულის პრეზენტაცია

31 მაისს, ოთხშაბათს, 15 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ქართული ლიტერატურის განყოფილების მიერ მომზადებული სამტომეულის „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია.

 

„XX საუკუნის ქართული ლიტერატურის“ სამი ტომი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მრავალტომეულის ნაწილია. ის განკუთვნილია აკადემიური წრეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

ტომებში წარმოდგენილია XX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული პროცესი - ავტორები და ტექსტების ანალიზი.  

 

გამოცემის კონცეფციის შექმნისას შემოქმედებითმა ჯგუფმა გაითვალისწინა მკითხველის მოლოდინი - ლიტერატურული პორტრეტების მიღმა დაინახოს ეპოქის ლიტერატურული სურათი.

 

ვიმედოვნებთ, რომ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის სამი ტომი მკითხველს მართებულ წარმოდგენას შეუქმნის ლიტერატურულ-მხატვრული აზროვნების მაგისტრალურ ხაზზე.

 

 

 

გთხოვთ, მობრძანდეთ!